სამართალი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით „სი-თი პარკის“ სამი თანამშრომელი დააკავა, რომლებიც შემდეგ, ბრალის წაუყენებლად, გაათავისუფლეს…

1samart-3საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, კომპანია სი-თი პარკის სამი თანამშრომელი - ლევან , დიმიტრი . და თორნიკე . თბილისში დააკავეს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ „სი-თი პარკის“ თანამშრომლებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს პარკირების წესების დარღვევით მდგარი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც,  სავარაუდოდ, მძინარე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ კომპანიის კერძო ავტოსადგომზე, სადაც გაირკვა, რომ ავტომანქანის სალონში საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2004 წელს დაბადებულ ლუკა -ს ეძინა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ლუკა ს. მშობლებს უვნებლად ჩააბარეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაიწყო, თუმცა „სი-თი პარკის“ იურისტის ჩარევის შემდეგ ლევან გ., დიმიტრი ლ. და თორნიკე კ. ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.