უცხოეთი
„რუსეთი უკანონოდ აღადგენს საქართველოს რკინიგზის აფხაზურ მონაკვეთს, თუმცა, საქართველოს არ შეუძლია ამ პროცესის შეჩერება“, მიაჩნია რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში საქართველის პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს

1zarub-1-analitსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები უკანონოა და საერთაშორისო სამართლის სრული უგულვებელყოფა, თუმცა საქართველოს არ აქვს მისი შეჩერების ბერკეტები, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველის პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს. ზურაბ აბაშიძის თქმით რკინიგზის აღდგენის საკითხი მოლაპარაკებების დროს არ განხილულა.

„რკინიგზის აღდგენის საკითხი აფხაზეთის მონაკვეთზე არსად არ განიხილება. ის, რომ აფხაზეთში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა არის სრული უკანონობა. საერთაშორისო ნორმების სტანდარტის დარღვევა, მაგრამ ჩვენ ამის შეჩერება, ბერკეტი ამის შესაჩერებლად რეალურად არ გვაქვს. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იქ რკინიგზის აღდგენა მიმდინარეობს. 2001 წელს თუ არ ვცდები აღდგა სოჭიდან სოხუმის მიმართულებით, ვიმეორებ ეს არის სრული უკანონობა", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.