პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე“

1polit-1საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პრემიერი საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის მეგობრობასა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

„მინდა, დაგიდასტუროთ მზადყოფნა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. სწორედ საერთო ძალისხმევითა და ურთიერთთანადგომით შევძლებთ, დავძლიოთ სირთულეები და მტკიცე ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გადმოგცეთ გულწრფელი მილოცვა უკრაინისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში, რომელიც უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გაეგზავნათ.