უცხოეთი
ოვიკ აბრამიანი: სომხეთი-ირანის რკინიგზა რუსეთის დაუკითხავად აშენდება

zarub-1-anსაქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთ-ირანის რკინიგზის მშენებლობა განხორციელდება მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისგან დამოუკიდებლად. პროექტით დაინტერესებულია ჩინეთიც. ამის შესახებ სამშაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრაამიანმა განაცხადა, - გადმოსცემს რადიო „აზატიუცუნი".

ოვიკ აბრაამიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის აუცილებელია საკუთარ შესაძლებლობებზე ორიენტირება, მეზობელი ქვეყნების ინტერესებისგან დამოუკიდებლად (მხედველობაში ჰქონდა რუსეთი). ირან-სომხეთის რკინიგზას, მისი სიტყვებით, აქვს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა.

„ჩვენ ამას გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, გააბრაზებს ეს ვინმეს, თუ არა, ემთხვევა ვინმეს ინტერესებს, თუ არა. ობიექტის მშენებლობის წარმატებით დასრულება უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის გააქტიურებას და ჩვენი ბიზნესის განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გამოცემა ნოვოსტი არმენიისთან" ინტერვიუში.