პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც განაპირობებს სწორედ ლარის კურსის ვარდნას… ადამიანებს აქვთ ცრუ მოლოდინი შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია“

1dollar-POLIT-3საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ლარის კურსთან დაკავშირებით, ის შოკები, პირველი ტალღა გადავიარეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

„რაც შეეხება ლარის კურსის გამყარებას, მე მინდა გითხრათ, რომ სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინი არის შექმნილი. მინდა, მივმართო ყველას, რომ არ დააბნიოს ამ ცრუ მოლოდინებმა და განცხადებებმა ჩვენი ბიზნესმენები და მოქალაქეები. მე გუშინ მქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რომლებმაც თქვეს, რომ ეს კრიზისული პერიოდი უკვე გადავიარეთ. მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან, მათ მოუწევთ დღეს თუ ხვალ დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა", -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.