საზოგადოება
„ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც წასულები იყვნენ უცხოეთში და დაბრუნდნენ, ახორციელებენ ამ წარმატებულ პროექტს...“ - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი კომპლექსი დაათვალიერა
1biznes-SAZOG-2საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. მთავრობის მეთაური მიმდინარე სამუშაოებს და პროექტის განვითარების ეტაპებს გაეცნო. აღნიშნული კომპლექსი რეგიონში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, რომელსაც ახორციელებს ავსტრიული კომპანია "GAB Resorts Holding and Development GmbH"- ის შვილობილი კომპანია საქართველოში - შპს GIMG.
ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც წასულები იყვნენ უცხოეთში და დაბრუნდნენ, ახორციელებენ ამ წარმატებულ პროექტს, ეს არის 25 ათასი კვადრატული მეტრი, სადაც მოწყობილია ბიზნესაპარტამენტები, ასევე გასართობი და დასასვენებელი სივრცე. ჯამში ორივე პროექტი დაჯდება 170 მილიონი დოლარი. ეს არის ქართული ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. კომპლექსი მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, გასართობ ცენტრს, მულტიპლექსი/სინემა ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს Palm Apartment, ღია საცურაო აუზს და პავილიონს. ამ დროისთვის ინვესტორს პროექტში 60 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპლექსის მართვასა და მომსახურებაში დასაქმდება ასეულობით ადამიანი.