საზოგადოება
ბელარუსის რესპუბლიკამ ქართველი ვეტერანები სპეციალური ორდენებით დააჯილდოვა
1belarus-SAZOG-1საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ფაშიზმზე გამარჯვების  70 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერანები, რომლებიც  ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განმათავისუფლებელ ბრძოლებში იბრძოდნენ, ბელარუსის რესპუბლიკამ სპეციალური ორდენებით დააჯილდოვა. 25  ვეტერანს ორდენები  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა გადასცა. დაჯილდოებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დაჯილდოების შემდეგ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ვეტერანებს საზეიმო სადილზე უმასპინძლა.