უცხოეთი
პირველად ისტორიაში ამერიკის თეთრი სახლის თანამშრომელი ტრანსგენდერი გახდა

1trans-zar-1-anსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობა დაიწყო პირველმა ტრანსგენდერმა თანამშრომელმა. რაფი ფრიდმან გიურსპანი პერსონალური მონაცემების მართვის სამინსიტროში ინფორმირებისა და გადაბირების განყოფიელბას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, ფრიდმან გიურსპანის ბრძოლა ტრანსგენდერების უფლებებისა და თანასწორუფლებიანობისთვის ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ღირებულებებს ასახავს.

დღემდე რაფი ტრანსგენდერების უფლებებისთვის მებრძოლი კამპანიის ნაციონალურ ცენტრში მრჩევლად მუშაობდა. ამერიკული ლგბტ თემის აქტივისტები მიესალმებიან მის თეთრ სახლში დანიშვნას.