სამართალი
ავლაბრის ცირკის გუმბათქვეშ: დუშეთში პრეზიდენტ მარგველაშვილის მაღალი ავტორიტეტის გათვალისწინებით, გრიბაუსკაიტემ იგი ნიუ იორკში მიიწვია დისკუსიაზე: „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება“...

1kupol-sam-3-anსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. კარგი იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცემოდა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

29 სექტემბერს ნიუ იორკში იმართება მაღალი დონის დისკუსია, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპის მომავალს და ქალთა როლის გაძლიერებას. ეს არის მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტს დადასტურებული აქვს ამ ღონისძიებაზე დასწრება”, – განაცხადა, კერძოდ, ფხალაძემ.

გაერო-ს თემასთან დაკავშირებით კი ფხალაძემ ხაზგასმით აღნიშნა:

რახან პრეზიდენტი იმ პერიოდში არის აშშ-ში, როდესაც იხსნება გაერო- გენასამბლეის გენერალური დებატები, კარგი იქნებოდა, რომ მას საშუალება მისცემოდა და გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო. როგორც წესი, პატარა ქვეყნები იყენებენ ამ შესაძლებლობას იმ ფაქტორების გამოც, რაც მოგახსენეთ; ასევე იმის გამოც, რომ გაერო-ში არის ტრადიციები, წესებიროდესაც იხსნება გენერალური დებატები, პირველ რიგში, სიტყვით გამოდიან სახელმწიფოების მეთაურები, ამის შემდეგ გამოდიან მთავრობის მეთაურები და სხვა წარმომადგენლები. აქედან გამოდინარე, პატარა ქვეყნები და ზოგადად სახელმწიფოები ცდილობენ, ეს საშუალება მაქსიმალურად გამოიყენონ, რათა უფრო აქტუალურ ფორმატში იყოს წარმოჩენილი ის პრობლემატიკა, რომელზედაც სურს საუბარი დელეგაციის ხელმძღვანელს”, – განაცხადა ფხალაძემ.

სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი, მიმდინარე წლის ივლისში ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე – აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება” მიიწვია, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და მიწვევას დათანხმდა.