სამართალი
დავით ხაჟალია: „მოწმე შსს-ს ფარული თანამშრომელი იყო გასულ წლებში და ალბათ თანამშრომლობს დღესაც“

1dav-samart-2საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების ხუთი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთი მოწმე მალხაზ დავლიანიძე ამჟამად მსჯავრდებულია. ბრალდებულების ადვოკატი დავით ხაჟალიას ინფორმაციით, ის წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმატორი იყო.

მოწმე დავლიანიძემ დაადასტურა, რომ ის არის შსს-ს ფარული თანამშრომელი. თანამშრომლობდა, როგორც გასულ წლებში, ალბათ თანამშრომლობს დღესაც. მისი ჩვენება აშკარად არადამაჯერებელია და ამას, ვფიქრობ სასამართლო არ შეაფასებს, როგორც მტკიცებულებას ბრალდების მიმართულებით. გარდა ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხება მოწმე ირაკლი ქადაგიძე, რომლის შესახებაც, ასევე სასამართლომ გააკეთა განცხადება. რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს სინდოიანის დას და სიძეს, მათ ჩვენებები არაფრის მომცემია, ისინი არ არიან თვითმხილველები, გადმოცემით რაღაც იციან, რასაც ვერ ადასტურებენ სხვა მტკიცებულებებით. მათ ასევე არ ჰქონდათ აუდიენცია სინდოანის ადვოკატთან და მისგანაც ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იციან, რაც ერთობ საეჭვოა და მათი ჩვენებებიც არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მტკიცებულებები. ასევე არაფრის მომცემი იყო ექსპერტისა და თარჯიმნის ჩვენებები, ისინი არ შეიძლება შეფასებული იყოს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებად“, - განაცხადა ხაჟალიამ.