საზოგადოება
დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების აღება მარტივდება

gudushauriღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დღეს ახალი სერვისის პრეზენტაცია გაიმართა.

2011 წლის პირველი იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების თაობაზე ელექტრონული შეტყობინებით აცნობებენ, რის საფუძველზეც შემდგომ მოქალაქე ნებისმიერ დროს შეძლებს დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მიღებას.

თუ ექიმი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ელექტრონულ შეტყობინებას არ გააგზავნის, ჯარიმა დაეკისრება.