პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „მეტრო სითის მსგავსი წარმატებული ინვესტიციები აჭარის რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ვიზიტორებისთვის“

1invest-polit-3საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ, 19 აგვისტოს, აჭარაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა კომპანია მეტრო ატლას ჯორჯიას 100 მილიონ დოლარიანი პროექტი - სასტუმრო-კომპლექს მეტრო სითის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც 2000-მდე ადამიანი დასაქმდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი წარმატებული ინვესტიციები აჭარის რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ვიზიტორებისთვის.

ბატონმა გალიპმა საქართველოში დაიწყო ძალიან დიდი პროექტეის განხორციელება, რომელიც 100 მილიონი დოლარი ჯფება. მან უკვე დაასაქმა 800 ადამიანი. ეს მშენებლობა აიწყო თებერვლის თვეში ლს და თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად დასრულებულია შავი სამუშაოები და გაისად გაიხსნება ეს კომპლექსი“, - აღნიშნა პრემიერმა. მანვე მადლობა გადაუხადა ინვესტორ გალიპ ოზთურქს „სოლიდარობის ფონდში“ გადარიცხული ნახევარი მილიონი ლარისთვის.

12-სართულიანი სასტუმრო „მეტრო სითი“, სულ ცოტა, 203-ნომრიანი იქნება. კომპლექსის ტერიტორიაზე 3 შენობაში სულ 594 აპარტამენტი განთავსდება. ამ ეტაპზე უკვე აშენებულია სასტუმროს 6 სართული და აპარტამენტების 9 სართული. „მეტრო სითიში“ 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სავაჭრო ცენტრი, VIP რეზიდენცია, სამორინე და სხვა ობიექტები განთავსდება.