ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს პროკურატურის შენობის წინ, იუსტიციის სამინისტროს ეზოში, წმ. მეფის ახალი ტაძარი გაიხსნა. სადღესასწაულო ლიტურგია ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა აღავლინა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლიტურგიის შემდეგ ტაძარი მოინახულა და წირვის შემდგომ ახლადკურთხეულ ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
ტაძრის კურთხევას თბილისის მერი და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.