პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „ლობისტური კომპანიების დაქირავებაში ახალი და უჩვეულო არაფერია“

1lobi-polit-2საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა, მესამე წელია, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, საიდუმლო გრიფის გარეშე აფორმებს ხელშეკრულებას ლობისტურ კომპანიებთან და ლობისტური საქმიანობისთვის მიზერულ თანხას იხდის.
ეს დოკუმენტები საჯაროა, ასევე ცნობილია ის სამუშაოები, რომელიც ლობისტურმა კომპანიებმა ჩვენი ქვეყნისთვის გასწიეს“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთავრობამ ლობისტური კომპანია გაერო-ში ვიზიტის მოსამზადებლად დაიქირავა, მთავრობის მეთაური მას არასერიოზულად მიიჩნევს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ იურისტი ლევან ალაფიშვილი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ამერიკულ ლობისტურ კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman LLP-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ფირმა უზრუნველყოფს შემდეგ მომსახურებებს: დაეხმარება საქართველოს მთავრობას ურთიერთობების განვითარებაში შეერთებული შტატების წამყვან გუნდებთან: თეთრი სახლის ოფიციალურ პირებთან, სახელწიფო დეპარტამენტთან, ასევე საფინანსო დეპარტამენტთან. ამასთან, ფირმა საქართველოს მთვრობას უზრუნველყოფს საგარეო პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო საჯარო საქმეებზე რჩევებით. მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოში კანონმდებლობის რეფორმებთან დაკავშირებულ წესებზე. ასევე, მხარს დაუჭერს მთავარი მოვლენებისა და ინიციატივების დაგეგმვას, მათ შორის, აბრეშუმის გზის ფორუმსა და გაერო-ს გენერალურ ასამბლეას. განავითარებს მედიასტრატეგიას და წვდომას შეერთებული შტატების მედიასთან, რათა შეიქმნას მთავრობის საერთაშორისო პროფილი.

მთავრობას მილიონიანი კოტრაქტი გაუფორმებია ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან Pillsbury Winthrop Shaw Pittman LLP, აპრილის თვეში თვეში 50 000 აშშ დოლარსაც გადაიხდის წლის განმავლობაში. ამ კონტრაქტის მთავარი/მკაფიო საგანი გაეროს გენერალური ასამბლეაზე მთავრობის ვიზიტის და შემოდგომაზე თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის დაგეგმვაში დახმარებაა! ჰოდა გაამტყუნე ეხლა არჩეულნი, გადაეხადა "იმასაც" და წაიყვანდნენ",-  წერს ალაფიშვილი.