პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ. სამთავრობო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - გაემგზავრება თუ არა პრემიერ-მინისტრი რუსეთში, რაც ასე სჭირდება საქართველოს?

1garib-polit-1-analitსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. თუ ვინმეს აქვს სურვილი, წავიდეს ნიუ-იორკში ან სხვა ქალაქში, ეს მისი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა იქნება; როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებებზე. გაერო-ში, ნიუ-იორკშიც და ნებისმიერ სხვა ადგილას საქმის გასაკეთებლად მივდივარ და არა - სანახავად. პრემიერობამდე ხშირად მიმოგზაურია ნიუ-იორკში და ეს არ არის ჩემთვის განსაკუთრებული ვიზიტი, მაგრამ როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ყველგან წავალ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, სხვა სპეკულაციებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სამთავრობო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება, ამის შესახებ მედიისა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.