უცხოეთი
საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ჯებ ბუშის განცხადებით,ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ჰილარი კლინტონის უმოქმედობის გამო შეიქმნა, რომელიც მისი წარმოქმნის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.
„ჩვენ უნდა მივდიოთ მკაფიო მიზანს „ისლამური სახელმწიფოს“ ბარბაროსებისგან გასათავისუფლებლად და დავეხმაროთ მილიონობით ადამიანს ახლო აღმოსავლეთში, რომელბსაც მშვიდობა სურთ“, - ნათქვამია მოხსენების ტექტსში.
თავის გამოსვლაში ბუში აპირებს განაცხადოს, რომ თავის მთავარ მეტოქე ჰილარი კლინტონს „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნის ხელშემწყობად მიიჩნევს, რადგან სწორედ ის იკავებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იმხანად და, შესაბამისად, საშუალება ჰქონდა, ყველაფერი ეღონა ამის თავიდან ასარიდებლად.