სამართალი
საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ავსტრიის ფედერალური შსს-ს პოლიციის ახალ ატაშე კარლჰაინც გორტანოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

1avstria-samart-2საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავსტრიის პოლიციის ყოფილი მეკავშირე ოფიცერი ალექსანდერ ნოიმიულერი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ქართულმა მხარემ ნოიმიულერს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

კარლჰაინც გორტანო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროში თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

პოლიციის ახალი მეკავშირე ოფიცერი კარლჰაინც გორტანო მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველი სექტემბრიდან შეუდგება.