პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: „დარწმუნებული ვარ, უკრაინა თავს დააღწევს ევროპას და რუსეთთან ერთად ააშენებს მომავალს“

1putin-polit-2საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის ნაციონალური გაერთიანების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთი და უკრაინა ერთი ერია და უკრაინა აუცილებლად დააღწევს თავს "გარე მართვას",- აღნიშნულის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი წერს.

ჩემი აზრით, რუსეთი და უკრაინა - ერთი ერია. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა, მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც იგი დღესაა, მაინც შეძლებს და განვითარდება და თავს დააღწევს "გარე მართვას", კონკრეტულად კი იმას, რომ ევროპული ქვეყნები ერევიან უკრაინის მმართველობაში. თუ ამას მოახერხებს, აუცილებლად დაუფასდება, დადგება ფეხზე, დაიწყებს პოზიტიურად განვითარებასა და რუსეთთან ერთად მომავლის შენებას.

რუსეთში მინიმუმ 3 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს, ხოლო ყირიმში სულ 175 ეთნოსის წარმომადგენელი მოქალაქეა, სადაც ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი (68%) რუსებისაა",-განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა.