უცხოეთი
საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ უკრაინაში სიტუაცია ფეთქებადსაშიშია. ამის შესახებ გამოცემა Bild am Sonntag წერს.
მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინულ და რუსულ მხარეებთან შეხვედრისას, მხარეებს მოუწოდა, კონფლიქტის მონაწილე სამხედრო პირებს შორის შეხვედრა გამართულიყო. მას აუცილებლად მიაჩნია მოლაპარაკებებში ეუთო-ს წარმომადგენელთა მონაწილეობა.
რამდენიმე დღის წინ ეუთოს წარმომადგენლობის დონეცკის ოლქის ოფისის ხელმძღვანელმა ოლგა სკრიპოვსკაიამ განაცხადა, რომ დონბასში სიტუაცია გაუარესდა და დესტაბილიზაციის საფრთხე უკვე აშკარაა.