პოლიტიკა
დავით კერესელიძე: „გაეროში ასამბლეის 70-ე სესიაზე საქართველოდან ორი - პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციები წარსდგებიან“

Ker-polit-3საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით კერესელიძე გაეროში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. კერესელიძის განცხადებით, გაეროში ასამბლეის 70-ე სესიაზე საქართველოდან ორი - პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციები წარსდგებიან.

„ჩვენ ორივე დელეგაციის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას და ეს მუშაობა დაწყებულია. ისევე როგორც ჩვენ ცენტრალურ აპარატში შესაბამისი დეპარტამენტები იქ ჩვენი მისია იმუშავებს. რაღაც ნაბიჯები უკვე გადადგმულია, პროტოკოლურად არა მგონია ეს იყოს დიდი დარღვევა, გავაკეთებთ ისე, რომ არანაირი დარღვევა არ იყოს", - განაცხადა დავით კერესელიძემ "რუსთავი-2"-თან საუბრისას.