პოლიტიკა
საქართველოს პრემიერი 8-13 სექტემბერს ჩინეთში მაღალი დონის ვიზიტს გამართავს, სექტემბრის ბოლოს კი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

Asam-polit-2საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ქალაქ დალიანში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე გაიმართება მსხვილი  ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ დალიანსა და პეკინში.

სექტემბრის ბოლოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე  სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ორმხრივი, ისე გაფართოებული შეხვედრები.