საზოგადოება
„არუაა“: „აფხაზეთის მოქალაქეების ჩასვლა თბილისში ფეხბურთის მატჩზე - ცინიზმის მწვერვალია! ხაშიგი აკრიტიკებს აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებიც თბილისში უეფა-ს სუპერთასის მატჩს დაესწრნენ

Arua-sazog-3-analitსაქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. სოხუმში ხელისუფლების მხარდამჭერები  თბილისში სუპერთასის მატჩზე ჩასული აფხაზების დასჯას მოითხოვენ. ისინი აფხაზეთის მცხოვრებლების თბილისში ჩასვლას  საზღვრის დარღვევად და აფხაზი ხალხის შეურაცხყოფად აფასებენ.

თბილისში ჩასვლა ხსოვნის დღემდე რამდენიმე დღით ადრე, ეს არის უდიდესი ცინიზმი და უპატივცემულობა დაღუპულების მიმართ. ამ ადამიანებმა საზღვრის გადაკვეთით არა მხოლოდ დაარღვიეს აფხაზეთის კანონები, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს აფხაზეთის თავისუფლებისთვის დაღუპულებს",-ნათქვამია ომის ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანება „არუაა“-ს განცხადებაში.

იმის გამო რომ მესი ენახათ, არ უნდა დაევიწყებინათ ის მსხვერპლი, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა, -ეს განცხადება აფხაზმა ჟურნალისტმა, ჩეგემსკაია პრავდას რედაქტორმა, აფხაზი ახალგაზრდების თბილისში, სუპერთასის მატჩზე, ჩასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

ინალ ხაშიგ აზრით, ფეხბურთი პოლიტიკის მიღმა არა არის და ეს აფხაზებმა განსაკუთრებით მაშინ გამოსცადეს, როდესაც მათი საფეხბურთო ნაკრები ნაციონალურ გუნდებს შორის, საქართველოს პროტესტის გამო, ვერ მოხვდა. მისივე განმარტებით, აფხაზები საკუთარ ქმედებაზე უნდა დაფიქრებულიყვნენ.

ჩვენ საკუთარ თავზე განვიცდით იმას, რომ სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი, პოლიტიკის მიღმა არ არის. ეს ძალიან კარგად ჩანს ჩვენი ფეხბურთის იზოლიაციით. რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, იმ ნაციონალურ გუნდებს შორის ვერ მოხვდა, რომლებიც ფიფას შემადგენლობაში არ შედიან, რადგან საქართველო ამას აქტიურად აპროტესტებდა.

ფეხბურთი  უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდები თბილისში  არ უნდა წასულიყვნენ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და ის, რომ ჩვენ შორის ისევ საომარი მდგომარეობაა. იმის გამო რომ მესი ენახათ, არ უნდა დაევიწყებინათ ის მსხვერპლი, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა. არ ვისურვებდი, რომ ეს ბიჭები გამყიდველებად შერაცხონ, მაგრამ სანამ იმოქმედებდნენ, უნდა ეფიქრათ”, – განაცხადა ხაშიგმა.