პუბლიკაციები
საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურის ამასწინანდელ ბრიფინგზე ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს გაკეთებულ პოზიტიურ პროგნოზებს აფასებს.
ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ ბიუჯეტში მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია, "ვითიბი ბანკის" ფინანსური დირექტორი მამუკა მენთეშაშვილი აფასებს.
"ფინანსთა მინისტრის განცხადება და მონაცემები საკმაოდ პოზიტიურია. მისი განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს მომავალში არ იგეგმება ეროვნული ვალუტის დამატებითი ბეჭდვა და ქსელში ჩაშვება. რაც მთავარია, გაწერილია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და ამ მიმართულებით რაიმე გართულებებს არ ველოდებით. რაც შეეხება წაგებული დარჩება თუ არა ის მოსახლეობა, რომელიც დღეს დოლარს იყიდის, გეტყვით, რომ საზოგადოებაში არსებობს შიშები სექტემბერთან დაკავშირებით. ანუ უმრავლესობის აზრით, ლარი შეიძლება გაუფასურდეს. დღევანდელი განცხადებით, ამის ნიშნები არ არის, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. ლარის კურსის ცვალებადობა ბოლო დღეებში იყო, მაგრამ ამას თავის მიზეზები ჰქონდა. ახლა, როცა ვუყურებ თუნდაც "ბლუმბერგს", საფუძველი იმისა, რომ სექტემბერში კატასტროფა გველის და ლარი გაუფასურდება, არ არსებობს", - აცხადებს "ვითიბი ბანკის" ფინანსური დირექტორი.