პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ხიდაშელზე: „ძალიან შორს წასულა მისი ფიქრები”. თინა ხიდაშელი: „თეა წულუკიანთან არ მჭირდება ტელევიზიის საშუალებით საუბარი“

Tina-polit-3-analitსაქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი კაბელების საქმეში ბრალდებულების სამსახურში აღდგენის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხიდაშელის გადაწყვეტილებას არ იწონებს.

თუკი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროში არსებობს პრაქტიკები, რომელიც შეიძლება კანონთან არ იყოს შესაბამისობაში, ძალიან შორს წასულა მისი ფიქრები. მე მაქვს ორი გზა: ორი გზა ჰქონდა მასაც. მე მის გადაწყვეტილებას არც ვუწუნებ, არც ვიწონებეს არ არის ჩემი საქმე. ამის უფლება მე არ მაქვს, მაგრამ იუსტიციის სამინისტროში მე მივდივარ ხოლმე მეორე გზით. მე არ მომწონს, ეს არ არის ჩემი მმართველობის სტილი, როდესაც ჩემ თანამშრომლებთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, მირჩევნია ეს თანამშრომელი შინ დაელოდოს განაჩენს“, – განაცხადა წულუკიანმა.

თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

„თეა წულუკიანთან არ მჭირდება ტელევიზიის საშუალებით საუბარი. შეგვიძლია ისედაც ვიურთიერთოთ. ამიტომ, არ მგონია კომენტარები უნდა ვაკეთო. მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას იტყვის. მე გუშინ ეთერებში მქონდა საუბრის შესაძლებლობა და წავიკითხე ის კონკრეტული დებულებები, რომელის საფუძველზეც მივიღე გადაწყვეტილება. თავადაც შეგიძლიათ ეს დებულებები წაიკითხოთ", - განმარტა თინა ხიდაშელმა.