პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „რატომ არ მოახვედრა რუსეთმა საქართველო “შავ სიაში”, ეს იცის მხოლოდ რუსეთმა” - რფ-ის მინისტრთა კაბინეტმა განმარტა, რატომ არ შეიყვანა საქართველო სასაქონლო ემბარგოს სიაში

culuk-polit-2-analitსაქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. რფ-ის ხელისუფლებამ საქართველო არ შეიყვანა სასაქონლო ემბარგოს სიაში, რადგან ამ ქვეყნის მიერ მიღებული სასანქციო ზომები უმნიშვნელოა, ნათქვამია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობაში.

„მოცემულ ეტაპზე რუსეთსა და საქართველოს არ აქვთ აქტიური ურთიერთობები და მაღალი საქონელბრუნვა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან მიმართებაში მიღებული ზომები უმნიშვნელოა. ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აუცილებელი არ არის ამ ქვეყნის ჩართვა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მეწარმეებსაც ეკრძალებათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზოგიერთი სახეობის მოწოდება“, - ნათქვამია ცნობაში.

რუსეთმა გაავრცელა სასაქონლო ემბარგო, რომელიც სანქციების საპასუხოდ შემოიღო ალბანეთზე, ჩერნოგორიაზე, ისლანდიაზე, ლიხტენშტეინსა და უკრაინაზე, თანაც ამ უკანასკნელის მიმართ გადავადებით - აკრძალვა მისი პროდუქციის შეტანაზე ამოქმედდება მხოლოდ კიევის მიერ ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის გამოყენების შემთხვევაში.

უწინ, ხუთშაბათს, რფ-ის მთავრობის პრესამსახური აღნიშნავდა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, 2016 წლის 23 ივნისამდე გააგრძელოს 2014 წელს შემოღებული ეკონომიკური შეზღუდვები, როგორც 2014 წელს, კვლავ შეუერთდნენ უკრაინა, ალბანეთი, ჩერნოგორია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და სქართველო. რუსეთმა კი თავისი საპასუხო ზომების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ცალკეული სახელმწიფოების მიმართ გაითვალისწინა „რფ-ის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმში მათი ჩართულობის ხარისხი“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას – არ გამოუცხადოს სასაქონლო ემბარგო საქართველოს, დადებითად აფასებს.

რატომ არ მოახვედრა რუსეთმა საქართველოშავ სიაში”, ეს იცის მხოლოდ რუსეთმაერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ თუკი ეს სანქციების უქონლობა საქართველოსთან მიმართებაში წაადგება ჩვენს ქართველ ბიზნესმენს, ფერმერსა და გლეხს, ეს შემიძლია მხოლოდ დადებითად შევაფასო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.