პოლიტიკა
ხათუნა კალმახელიძის გადადგომის მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართება

probaciis-saminროგორც მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნოების“ წარმომადგენელმა ლადო სადღობელაშვილმა საქინფორმს აცნობა, რომ დღეს, 14:00 საათზე, მოძრაობა "მამული, ენა, სარწმუნოება" და არასამთავრობო ორგანიზაცია "არა" გამართავენ აქციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან. ისინი მოითხოვენ თამაზ დადვანის გარდაცვალების საქმის გამოძიებას და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის - ხათუნა კალმახელიძის გადადგომას. აქციას შეუერთდებიან "კონსერვატიული" პარტიისა და "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" წარმომადგენლებიც.