სამართალი
„რუსთავი 2“ სასამართლო პროცესს მიკერძოებულად აშუქებს! - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია

1-predvziat-sam-3-anსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ცალმხრივად და მიკერძოებულად აშუქებს მათ სარჩელთან დაკავშირებული სასამართლო დავის მიმდინარეობას.

„ტელეკომპანიის მიერ არ ხდება ინფორმაციის სრულად ასახვა, კერძოდ, საერთოდ არ გაშუქებულა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიმართვა არასამთავრობო სექტორისადმი, ასევე არაფერი თქმულა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ ეუთო-ს წარმომადგენელთა მოწვევაზე სასამართლო პროცესზე დაკვირვებისათვის, რომ არაფერი ვთქვათ ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე, რომელსაც არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ცალსახაა, რომ ტელეკომპანია უპრობლემოდ ფუნქციონირებს და მას საქმიანობაში ხელი არ ეშლება.

„რუსთავი 2“-ის ასეთი მოქმედება აშკარა არაობიქტურობაზე მეტყველებს და საზოგადოების რეალური ფაქტებით ინფორმირებას არ უწყობს ხელს. ჩვენთვის გასაგებია, რომ ტელეკომპანია თავს მოდავე მხარედ მიიჩნევს, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არ შეიძლება იყო მედია საშუალების მიერ საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების საფუძველი.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებით ჩვენს პოზიციას, რომ გვსურს პროცესი იყოს მაქსიმალურად ტრანსპარენტული და ყველა მედია საშუალება, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა დაიტერესებული პირი აქტიურად იყოს ჩართული სასამართლო პროცესის მონიტორინგში, რაც მაქსიმალურად შეამცირებს არასწორი, არასრული და მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას“, - აცხადებს, კერძოდ, პაატა სალია.