საზოგადოება
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2015“ გაიმართა

1-lager-sazog-3საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. სწავლება ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის ორგანიზებით ჩატარდა. წვრთნის ფარგლებში ნორვეგიელმა ოფიცრებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილებაც გაუზიარეს.

გორდა 2015-ის“ მიმდინარეობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისგენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ნორვეგიის შიდა გვარდიის სარდალი, გენერალ-მაიორი თორ რააბი და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ მაიორი ოდინ იოჰანესენი, ასევე სხვა ოფიციალური პირები გაეცნენ.

საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ გამგზავრებამდე ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის მე–8 ოლქის მეთაური, პოლკოვნიკი თორ მიელსტადი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.