საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
1-meZdu-sazog-1საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ივანე პაპიაშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების გამოვლენის ხელშეწყობის შესახებ“  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის გაფორმების მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლების და გამოვლენის ხელშეწყობა. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას.