საზოგადოება
ბოტულიზმის ორი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. აზა ბერუაშვილი და სევილი კურბანოვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
ექიმების თქმით, ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად საკვების მიღებამდე იგი თერმულად უნდა დამუშავდეს. მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ არის ადამიანისთვის უსაფრთხო კონსერვის მიღება.