პოლიტიკა
"ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენი ერთიანობით და შრომით გავაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს!"- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დიდგორის ველზე ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება

1-didg-polit-3-mtსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. შესაბამისი დავალება ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს დიდგორობის დღესასწაულზე მისცა. 
მთავრობის მეთაურის სურვილია, პროექტირებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დიდგორობის მომდევნო დღესასწაულამდე დასრულდეს. კიდევ ერთი ინიციატივით პრემიერმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართა - სკოლების დირექტორებს დიდგორის ველზე ყოველწლიურად მოსწავლეების ჩაყვანა დაევალებათ. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს მომავალი თაობის აღზრდისთვის მნიშვნელოვანია. “დიდგორი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, თავისუფლების, ქართველი ხალხის ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა!” - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდგორობის დღესასწაულის სტუმრებს. დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით გასულ წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო - ,,დიდგორის ჯვრის ორდენი“, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ. წელს ორდენით მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, კაპრალი ნიკა კილანავა და კაპრალი გიორგი ცხვედიანი დაჯილდოვდნენ. სახელმწიფო ჯილდოები მათ პრემიერმა გადასცა.

1-didg-polit-3-1 1-didg-polit-3-2