პუბლიკაციები
ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი: “ზურაბ ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი და მისგან შეთავაზებაც მქონდა... უნდოდათ მიშასთვის გადაბრალება, თუმცა, მის წინააღმდეგ ჩვენება არ მივეცი...“

1-koba-AQTUAL-3-ANALITსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ ბრალდებულის სტატუსით დაკითხვის დროს განაცხადა.
ზურას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.
კობა ხარშილაძეს ადვოკატმა ჰკითხა თუკი შეთავაზება იყო ჟვანიას მხრიდან, რატომ დარჩა დაცვის სამსახურში.
18 წლის გლდანელი ბიჭი ვიყავი. ზურამ მითხრა, იმედია, არ შეგაშინეო და სისულელეს არ იზამო. ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ მკითხა, შევიცვალე თუ არა აზრი და ვუთხარი, რომ არ შემიცვლია”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.

როგორც კობა ხარშილაძემ აღნიშნა, ახალი გამოძიების პირობებში სურდათ, რომ მას ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიეცა.
უნდოდათ მიშასთვის გადაბრალება, თუმცა ხელს ვერ გავიშვერდი ვინმესკენ, მაშინ როდესაც არაფერი არ ხდება”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.
მან გაიხსენა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეც.
2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას, ოთხის ნახევარზე დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ მგონი უბედურებაა, ზურას ვერ ვაგონებო. წავედი ამ ბინაში, ფანჯარაზე ავედი და სწორედ ფანჯრიდან შევედი ბინაში. დავინახე ზურა იჯდა სავარძელზე და მარცხნივ ჰქონდა თავი გადაწეული. დავუძახე რამდენჯერმე, არ მიპასუხა, შემდეგ ჟალუზი მოვხსენი, შევედი. ზურა იატაკზე დავაწვინე, პულსი გავუსინჯე, ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარე, თუმცა რეაქცია არ ჰქონია. უსუპოვთანაც მივედი, ისიც გარდაცვლილი იყო, ორივე შიშველ მდგომარეობაში დამხვდნენ. ამის შემდეგ გიორგი ბარამიძეს დავურეკე. ისე მოვიქეცი, როგორც ყველა მოიქცეოდა, ამას განსაკუთრებული ერთგულება არ სჭირდება. დავურეკე ბარამიძეს, რომელსაც ეძინა. თავიდან არ დამიჯერა რაც ვუთხარი. შემდეგ მითხრა, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. დავუკავშირდი პრეზიდენტს და ვუთხარი რაც მოხდა. იქიდან იყო სიჩუმე, შემდეგ კი მითხრა, რომ მერაბიშვილი მიხედავდა ამ საქმეს”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.
მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია კონსპირაციულ შეხვედრებზე ხშირად დადიოდა, ნაწილი საქმიანი იყო, ნაწილი კი, პირადი.