საზოგადოება
ქართული ფეხბურთის კრიზისი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თბილისში უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ გადადგა

1-krisis-SAZOG-3საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გუშინ თანამდებობა დატოვა. სიჭინავამ განცხადება თბილისში, სტადიონ „დინამო არენა-ბორის პაიჭე“-ზე, უეფას სუპერთასისთვის მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი განმარტებით, უახლოეს ერთ კვირაში გახდება ცნობილი, როდის დაინიშნება ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები. ფედერაციის პრეზიდენტმა პოსტის დატოვების მიზეზად ქართულ ფეხბურთში არსებული კრიზისული მდგომარეობა დაასახელა.