პოლიტიკა
მანანა კობახიძე: „რუსთავი 2“ ემსახურება ერთადერთს - ნაცების ნებისმიერი გზით დაბრუნებას ხელისუფლებაში! კიდევ ფიქრობთ, რომ ამათ ეთერებში უნდა მივიდეთ და შოუები ვაკეთებინოთ, თანაც ადამიანების ნერვების ფასად?!“

1-manana-POLIT-2-ANALITსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი.  პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავას „ფეისბუქში“ ეხმაურება და კოლეგა დეპუტატებს მიმართავს. რუსთავი-2" არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზია. ის იყო და არის ნაციონალური მოძრაობის კონტროლს დაქვემდებარებული ტელეარხი! ამას ადასტურებენ მისი დამფუძნებლები და ყოფილი მესაკუთრეები. უდავოა, რომ ის პარტიული ტელევიზიაა და ვერასოდეს იქნება ობიექტური...

შესაბამისად, როდესაც სამოქალაქო სექტორი ან იგივე ნაციონალური მოძრაობა "რუსთავზე" საუბრისას მას "თავისუფალ მედიად" მოიხსენიებენ, ძალიან უსამართლოა, უბრალოდ სიცრუეა და არასწორია. ის ხომ მთლიანად დამოკიდებულია ნაცმოძრაობაზე. ამას პირდაპირ და აშკარად ადასტურებს მისივე მენეჯერის, გვარამიას ერთ-ერთი ინტერვიუც... ეს უკანასკნელი არაერთხელ ღიად და საჯაროდ დაგვემუქრა ხან ჯოჯოხეთით, ხან ომით. ეს ადამიანი არ მალავს პირდაპირ კავშირებს ნაცებთან, მათგან რჩევებსაც იღებს და ბინძურ დავალებებსაც. ბოლოსდაბოლოს, ის ხომ ნაცების ერთერთი იდეოლოგი, ლიდერი, დეპუტატი, პროკურორი, მინისტრი იყო...  ეს არხი ემსახურება ერთადერთს: ნაცების ნებისმიერი გზით დაბრუნებას ხელისუფლებაში! კი ბატონო, ემსახურონ, იყვნენ ოპოზიციაში, გვებრძოლონ, გვაკრიტიკონ, ბევრჯერ ცილი დაგვწამონ! სიტყვის თავისუფლება ხომ დაცულია! მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ ფიქრობთ, რომ ამათ ეთერებში უნდა მივიდეთ და შოუები ვაკეთებინოთ, თანაც ადამიანების ნერვების ფასად?! მოვა ისევ სექტემბერი, გამოგვიძახებს გაბუნია ან მისი მსგავსი, ხოდა ჩვენც არ დავაყოვნოთ, გავიქცეთ, ეს ხომ მაინც "რუსთავია!“, - წერს, კერძოდ, მანანა კობახიძე.