პოლიტიკა
„2008 წლის იანვარში მე ვიმყოფებოდი სამხრეთ ოსეთში… საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებული უნდა იყოს ყველას მიერ და არავის უნდა მიეცეს მისი ხელყოფის უფლება“ - ტაავი რიივასი

1-irak-POLIT-1საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
2008 წლის იანვარში მე ვიმყოფებოდი სამხრეთ ოსეთში და ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო, არა მხოლოდ როგორც საქართველოს მეგობრისთვის, არამედ ადამიანისთვის, რომელიც შეხვდა იქ მცხოვრებ ხალხს. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებული უნდა იყოს ყველას მიერ და არავის უნდა მიეცეს მისი ხელყოფის უფლება",- განაცხადა ტაავი რიივასმა, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფება.

საქინფორმის მკითხველებს შევახსენებთ, რომ ევროპის სუპერთასის ფინალი "დინამო არენაზე" გაიმართა. „ბარსელონამ" "სევილია" დამატებით დროში ანგარიშით 5:4 დაამარცხა. 
თამაშს საქართველოს პრემიერი-მინისტრი რუმინელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად დაესწრო. ვიქტორ პონტა და ტაავი რიივასი საქართველოს მატჩზე დასასწრებად ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ესტუმრნენ. 
უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. 
გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვა. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებდა 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბუთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად ესტონური საათი უსახსოვრა, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს: "ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და მე, მე მიკეთია უნიკალური ესტონური საათი Wooch-, სპეციალური საჩუქარი ჩემი ესტონელი მეგობრისგან ! ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი სადილი და რა თქმა უნდა უეფას სუპერ თასის ფინალი იყო გასაოცარი ! Viva Barselona!"

ჰოთინფომ” Wooch-ის ვებ-გვერდზე საათის ფასი გადაამოწმა, აღნიშნული საათის ღირებულება 170 ევროს შეადგენს.