საზოგადოება
გოჩა ბაბუნაშვილი - მირზა შაფის პროექტზე: „კომპანია, რომელმაც აღნიშნული პროექტი წარმოგვიდგინა, სრულად აკმაყოფილებს თბილისის ისტორიული უბნის იერსახის შენარჩუნების მოთხოვნებს“

1-babun-SAZOG-2საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე  გოჩა ბაბუნაშვილმა მირზა შაფის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი დასაბუთებული ვერსია იმისა, თუ რატომ უნდა მოხდეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან აღნიშნული საკითხის ამოღება. მოგეხსენებათ, უკვე შვიდი წელია მიმდინარეობს დისკუსია ამ საკითხის ირგვლივ და მინდა დაგიდასტუროთ, რომ პროექტის ის ვერსია, რომლის განხილვასაც ხვალ საკრებულოს სხდომაზე ვაპირებთ, საუკეთესოა მათ შორის, რომლებსაც აქამდე გავცნობივართ.

კომპანია, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა და აღნიშნული პროექტი წარმოგვიდგინა, სრულიად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც თბილისის ისტორიული უბნის იერსახის შენარჩუნებას და ამ ადგილზე პროექტის განხორციელების შესაბამისობას გულისხმობს. აქვე მინდა განვმარტო, რომ განხილვის პროცესში ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ საკრებულოს წარმომადგენლები, არამედ ექსპერტები, არქიტექტორები, ურბანისტები და დარგის სხვა სპეციალისტები, რომლებიც ამ პროექტის უნიკალურობას ადასტურებენ“, - განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.