პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის 11 აგვისტოს სატელეფონო საუბარი შედგა

1-margv-POLIT-3საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ორი ქვეყნის ლიდერებმა თურქეთში განვითარებული პროცესები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის  მიმართ.

საქართველო ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“ ,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტმა დიდი მადლიერება გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის გამო და აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს, რომელიც მას შეაქვს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში. ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ  საქართველო თურქეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხები.