„მემარჯვენე სექტორი“: „პოროშენკოს სიკვდილით დასჯიან სარდაფში!“
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვერ შეძლებს ქვეყნის დატოვებას სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში. ამის შესახებ „მემარჯვენე სექტორის“ პრესმდივანმა არტიომ სკოროპადსკიმ განაცხადა.
„მეტი არაფერი ეღირსებათ, გარდა რომელიმე ბნელ სარდაფში სიკვდილით დასჯისა“, - განაცხადა მან. სკოროპადსკის აზრით, პოროშენკოს უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები ანდა ნაცგვარდიის მებრძოლები მოკლავენ. რადიკალების პრესმდივნის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება, თუ პოროშენკო ქვეყნის მოქალაქეების თვალსაზრისს უგულებელჰყოფს.