„ბარსელონამ“ დამატებით დროში „სევილიას“ ანგარიშით 5:4 მოუგო უეფას სუპერთასისთვის მატჩში
საქართველო, 12 აგვისტო,
საქინფორმი. შეხვედრა თბილისში, „
დინამო-არენა - ბორის პაიჭაძის“ სტადიონზე მიმდინარეობდა და ანგარიშით
5:4 დასრულდა. თამაშის დებიუტში ანგარიში
ენერ ბანეგამ გახსნა. მე-15 წუთისთვის
ლიონელ მესიმ ორი პირდაპირი დარტყმით საჯარიმოდან „
ბარსელონა“ დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლოს
რაფინიამ მესამე გოლი გაიტანა „სევილიას“ კარში. 52-ე წუთზე
ლუის სუარესმა კატალონიელების უპირატესობა სამ ბურთამდე მიიყვანა.
თამაშის საათის ამოწურვისას ხოსე ანტონიო რეიესმა ერთი გოლი გაიტანა. 72-ე წუთზე კევინ გამეირომ პენალტის რეალიზება მოახდინა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. 9 წუთის შემდეგ ევგენი კონოპლიანკამ ანგარიში გაათანაბრა და „სევილიას“ პირველი ბურთი შეუგდო. „ბარსელონას“ გამარჯვება მოუტანა პედროს ზუსტმა დარტყმამ 115-ე წუთზე.