სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ხელოვნებაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
ილია მეორემ ისაუბრა ასევე სილამაზისადმი ადამიანის შეხედულებაზე. "დოსტოევსკიმ თქვა, რომ სილამაზე გადაარჩენს კაცობრიობას. ის გულისხმობდა უზენაეს სილამაზეს - უფალს", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის განცხადებით, ევროპაში თითქმის შეუძლებელია ისეთი ქალის ნახვა, რომელიც შეიძლება შემოსილი იყოს კაბით - ყველა შემოსილია შარვლით.
"დღეს სხვა შეხედულება აქვს ადამიანს სილამაზეზე. ძალიან დახვეწილი შეხედულება კი სილამაზესა და ხელოვნებაზე აქვთ იაპონიაში", - ბრძანა ილია მეორემ. პატრიარქს ასევე მიაჩნია, რომ ყველა უნდა ესწრაფვოდეს, იპოვოს ჭეშმარიტება. "ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მიდის სასუფევლისკენ. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ბოლომდე იტანს თავის ჯვარს. ღმერთმა ინებოს, ყველას ბოლომდე გვევლოს", - ბრძანა უწმინდესმა.