საზოგადოება
„პოლიციის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანია - მოხდეს სახელმწიფო გადატრიალებისთვის ფონის შექმნა! ამას დირიჟორობს მიხეილ სააკაშვილი“ - „უფლებადამცველთა გაერთიანება“ გიორგი კარბელაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვს!

1Cell-sazog-3საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანება“ პარლამენტისგან დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას და გიორგი ბარამიძის ადამინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითხოვს.

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, „აუცილებელია გამოძიება მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და  პასუხისგებაში მიეცეს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი, რომელიც მიზანმიმართულად სახელმწიფო ინსტიტუციის  სახელის შებღალვაზე მუშაობდა.

რომ არა მოგვიანებით გავრცელებული კადრები, სადაც კარბელაშვილის მიერ პოლიციელების მიმართ შეურაცყოფა, გინება, მაიკის გახდა და სხვა უხამსი ქმედებებია აღბეჭდილი ვიხილეთ, დღეს მედია ექსპერტები, ნაციონალების სატელიტები ისაუბრებდნმენ იმაზე, რომ პოლიცია ხალხზე ძალადობს და პარლამენტარებსაც აღარ ინდობს. ჩვენს გაკვირვებას იწვევს თუ რატომ არ მოხდა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება  დეპუტატ გიორგი ბარამიძის, რომელმაც როგორც ყოფილმა შსს მინისტრმა, პოლიციელებს “ძაღლები” და “დამნაშავეები” უწოდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდასხმა ხორციელდება ძალოვან სტრუქტურებზე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მხრიდან. მანამდე ვასილ ბარნოვმა  მიაყენა შეურაცხყოფა პოლიცილებს კამერების წინ, როდესაც ოკუპაციის ხაზთან უშვერი სიტყვებით გალანძღა სამართალდამცავები. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რათა საქართველოში მოხდეს 2003 წლის პროცესების განმეორება.

ის კამპანია, რომელიც დაწყებულია პოლიციის წინააღმდეგ მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს, მოხდეს სახელმწიფო გადატრიალებისთვის ფონის შექმნა.  ყველაფერ ამას კი დირიჟორობს მიხეილ სააკაშვილი, რომლის დავალებებს საქართველოში უსიტყვოდ  ის ძალები ასრულებენ, რომლებიც მის  მორჩილებაში არიან“, - განაცხადა, კერძოდ, ნიკოლოზ მჟავანაძემ.