საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილეები აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებს შეხვდნენ

1INL-sazog-2საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ში აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი პირები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს არჩილ თალაკვაძეს და შალვა ხუციშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, მიღწეული პროგრესი, სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები, დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, რის შედეგადაც განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის და კინოლოგიური დანაყოფის განვითარების მიმართულებებით.