პოლიტიკა
„პრეზიდენტმა პლატინიმ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა, ძალიან კარგად იცის, როდის გააკეთოს სწორი ჩაწოდება, შესაბამის დროს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1garib-polit-3საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ,- ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა UEFA-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის და სუპერთასის მატჩის სტუმრებს, რომელთა პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
პრემიერს ეამაყება, რომ საქართველო, მოდერნიზებული სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურით, სპორტული ღონისძიებებისთვის თანდათან სულ უფრო მიმზიდველი ხდება. "გარწმუნებთ, UEFA- სუპერთასის მატჩის მაპინძლობა თბილისში, არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროპისთვის და აგზავნის ერთობის ძლიერ მესიჯს მთელს კონტინენტზე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

UEFA-ს სუპერთასის მატჩის მაპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა UEFA-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ და აღნიშნა, რომ სტადიონი შესანიშნავ მდგომარეობაშია.
ოფიციალურ ვახშამს UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, "ბარსელონასა" და "სევილიას" პრეზიდენტები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.