რედაქტორისგან
საქინფორმი: ისინი დუმდნენ, როცა სააკაშვილის ზონდერები გამომცემლობა „სამშობლოს“, „ასავალ-დასავალის“, „საქინფორმისა“ და „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქციებს არბევდნენ!

1goc-polit-2--redaq-2ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმღვანელი რომან გოცირიძერუსთვი 2"-ის წინაღმდეგ შეტანილ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე საზოგადოების ზოგიერთი ცნობილი წარმომადგენლის გამოხმაურებაზე Facebook-ის" საკუთარ გვერდზე სარკასტულ რემარკს აქვეყნებს: „ძალიან მომეწონა რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად გამოქვეყნებული კოლექტიური წერილის შინაარსი, სათაურით " ხელები შორს რუსთავი ორისაგან", რომელსაც ხელს აწერს სამი ლაშა-ბუღაძე, ბაქრაძე, ტუღუში, ლევან ბერძენიშვილი, რატი ამაღლობელი, საპატრიარქოს პრესცენტრი, მეცნიერებათა აკადემია, ცნობილი ტელეჟურნალისტები, მსახიობები, სპორტსმენები და კიდევ მრავალი, დემოკრატიისათვის მებრძოლი ადაიანი. ამათგან სხვა რამ არც კი იყო მოსალოდნელი. აი, პაატა ბურჭულაძისგან კი ნამდვილად გამიკვირდა. ყოჩაღ პაატა!“- წერს რომან გოცირიძე.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მთელი ეს ზემოჩამოთვლილი ბოზმონდი, რომელიც მკერდით იცავს ხან - ლგბტ-საზოგადოებას, ხანაც - საქართველოში ლგბტ-ღირებულებების მთავარ პროპაგანდისტს, სააკაშვილის ტელევიზია „რუსთავი 2“-ს, დუმდა, როცა ზუსტად 8 წლის წინ - 2007 წლის 10 აგვისტოს - სააკაშვილის ხელისუფლება, ასობით შეიარაღებული პოლიციელის სახით, თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნების ხელმძღვანელობით, ღამის 4 საათზე, კოსტავას ქუჩა №14-ში მდებარე გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში შეიჭრა და ქუჩაში გამოყარა გაზეთებისა და ჟურნალების 80 რედაქცია, მათ შორის ქართული პრესის ფლაგმანი - ყოველკვირეული გაზეთი „ასავალ-დასავალი“! როცა სააკაშვილის ზონდერ-ბრიგადებმა 2-ჯერ დაარბიეს და გაძარცვეს გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქცია და იჭრებოდნენ „საქინფორმის“ რედაქციაში, საინფორმაციო სააგენტოს მთავარი რედაქტორის კაბინეტში, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით!

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 11 აგვისტო
საქართველო, თბილისი