უცხოეთი
შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად საპროტესტო ნოტა მიეწოდა
1-gran-zar-2საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. 2015 წლის 10 აგვისტოს შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად მიეწოდა საპროტესტო ნოტა მ.წ. 6 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერის ხელახლა უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით და აგრეთვე ყოველთვიური, ივლისის თვის კრებსითი-საპროტესტო ნოტა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის დარღვევების თაობაზე.