საზოგადოება
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: „სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები და პირები ცდილობენ კერძო სუბიექტებს შორის დავის საკითხის პოლიტიზირებას“

1advokat-sazog-3საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

4 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმარუსთავი 2“-ის ნომინალური მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მისი უზრუნველყოფის მიზნით, „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების და ქონების დაყადაღება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის დეკემბერში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უშუალო ზეწოლით უკანონოდ წართმეულირუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად ბრძოლა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. ეს ფაქტი აღწერილია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის 25 თებერვლის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებაში. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი პრეტენზიები მიმართულია არა რუსთავი 2-ის, როგორც ტელეკომპანის, მისი ჟურნალისტების, არამედ ტელეკომპანიის ნომინალური მესაკუთრეების წინააღმდეგ. სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნები ტელეკომპანიის ჟურნალისტების საქმიანობისთვის ბარიერს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები და პირები ცდილობენ კერძო სუბიექტებს შორის დავის საკითხის პოლიტიზებას.

ჩვენ დაინტერესებული ვართ, სამართლებრივი დავა, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანით წამოვიწყეთ, ქართული და საერთაშორისო საზოგადოებების მონიტორინგისა და სრული გამჭვირვალობის პირობებში მიმდინარეობდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა სასამართლო დავის განხილვის ყველა ეტაპზე. სწორედ ეს იქნება გარანტი იმისა, რომ სასამართლო პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და არ მოხდეს ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სიტყვის თავისუფლებას.

ჩვენ მზად ვართ ღია თანამშრომლობისთვის მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და დაიტერესებულ საზოგადოებასთან“, - აცხადებს, კერძოდ, პაატა სალია.