საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „დღეს ჩემი გაბრიელი გაქრისტიანდა!“

1-gab-mtavariსაქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილის მესამე ვაჟი გაბრიელი 9 აგვისტოს მოინათლა.
გაბრიელ ღარიბაშვილის ნათლიები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილია.

„დღეს ჩემი გაბრიელი გაქრისტიანდა... ნათლობის საიდუმლოს სამების ტაძარში ვაზიარეთ. ჩემთვის უძვირფასესმა ადამიანებმა მონათლეს - მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბერამ...
გაბრიელი ძალიან იამაყებს, როცა მათ გაიცნობს, როცა მოუსმენს... მჯერა, ნათლიებიც იამაყებენ... მინდა, ცხოვრების გზაზე უფლის მფარველობით იაროს
...“ - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის facebook-გვერდზე.

1-gab-1 1-gab-2
1-gab-3 1-gab-4
1-gab-5 1-gab-6
1-gab-7 1-gab-8
1-gab-9 1-gab-10