პოლიტიკა
მირიან მირიანაშვილი: „აგვისტოში სააკაშვილს ჭიტლაყი ამოვცხე და უზენაესი საბჭოს შენობიდან გავაგდე. პოლიტიკურად სააკაშვილი მე და ქიბარ ხალვაშმა უნდა გავასვენოთ“

1mirian-polit-3-analitსაქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელი და ყოფილი თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ აცხადებს, რომ 1991 წელს, აგვისტოში, უზენაესი საბჭოს შენობიდან ჭიტლაყით გამოაგდო მიხელ სააკაშვილი.

სააკაშვილი ძალიან კომიკურ სიტუაციაში გავიცანი, 1991 წლის აგვისტოში, . აგვისტოს პუტჩის მეორე დღესვე, ბატონ ზვიად გამსახურდიას დავალებით, მე და კიდევ სამი კაცი სანკტ-პეტერბურგში გავფინდით ჩუბაისთან შესახვედრად. თბილისში რომ დავბრუნდი, უზენაესი საბჭოს შენობაში, მესამე სართულზე ჩემს კაბინეტში ვიჯექი და მითხრეს - ვიღაც ტიპი დაბორიალობს, მხარზე ჩანთა აქვს გადაკიდებული და დეკლარაციებს არიგებსო. დერეფანში რომ გამოვედი მართლაც დავინახე, მაღალი, გამხდარი ბიჭი, რომელიც ცოტა უცნაურად დადიოდა, მივედი და საშვი მოვთხოვე. მაჩვენა საშვი, რომელიც ყალბი იყო, ჩანთაში დეკლარაციები ეწყო, რომელშიც ზვიადი გამოყვანილი ჰყავდა კაცობრიობის და დემოკრატიის მტრად. ჩავიყვანე პირველ სართულზე და ჩანთის წართმევა დავუპირე, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა. სააკაშვილმა ფეხი მომიქნია, რომელიც ავიცილე, ინერციით მოტრიალდა, რა დროსაც კარგი გვარიანი ჭიტლაყი ამოვცხე და შენობიდან გავაგდე! ერთი სიტყვით, ვამაყობ, რომ 1991 წელს სააკაშვილს ჭიტლაყი ამოვცხე და უზენაესი საბჭოს შენობიდან გავაძევე. ეს რომ არ გამეკეთებინა, ისეთი საშინელებები ჩაიდინა, ბოღმით გული გამისკდებოდა“, - ჰყვება მირიანაშვილი.

მისივე თქმით, სააკაშვილს საქართველოში ორი საყრდენი ეგულება რუსთავი 2“ და ნაციონალური მოძრაობა“ და როგორც კი „რუსთავი 2“ ჩამოერთმევა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციაც მალევე გაუქმდება და სააკაშვილი და მისი სექტა საქართველოში დასრულდება.

პირველი პანღური მე ამოვკარი და ეს საქმეც მე უნდა დავასრულო! შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურად სააკაშვილი მე და ქიბარ ხალვაშმა უნდა გავასვენოთ“, - აცხადებს მირიანაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.