პოლიტიკა
„რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობის საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმიტომაც, რომ ის საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაკომპანიაა“ - საია

1amiug-polit-1-analitსაქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საია განცხადებას ავრცელებს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

2015 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის (შემდგომში რუსთავი 2) მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, ასევე ქონების განკარგვა. აღნიშნულს წინ უძღოდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელის შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღების მოთხოვნა.

აღნიშნული დავის მნიშვნელობა და შედეგები - მათი კონკრეტული შინაარსისაგან დამოუკიდებლად - არსებითად სცილდება მხოლოდ მოცემული სამართლებრივი დავის უშუალოდ მონაწილე პირთა ინტერესებს. კომპანიის საქმიანობა, ასევე მისი მესაკუთრეობის საკითხი, განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა, არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ზოგადად მედია კომპანიას, არამედ იმიტომაც, რომ აღნიშნული მედია კომპანია წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგულ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე დავას ორ კერძო სუბიექტს შორის, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს იგი, გააჩნია არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტიც“, - ნათქვამია, კერძოდ, საიას განცხადებაში.