დღეს საქართველოში სტენდალისთვის არ სცხელათ... თვით შიდაპოლიტიკურმა დილემამ - გაგრძელდეს სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ, როგორც ამას აშშ გვასწავლის, თუ დავბრუნდეთ კავკასიელი მეზობლებისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩვეულ გარემოში, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენით? - მეორე პლანზე გადაინაცვლა.
დღეს მთავარი პრობლემა - საქართველოს შიგნითაა, სადაც ერთი კატეგორიის მოქალაქეებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს მეორეს, რადგან მათი შემდგომმი თანაცხოვრება აბსოლუტურად შეუძლებელია. იქნებ ეს დაპირისპირება არც მივიდეს მორიგ სამოქალაქო ომამდე - ისინი ხომ უმცირესობაში არიან, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალება რუსთაველის პროსპექტზე „ფერადი“ სცენარით „ვარდების რევოლუცია 2“ ანდა „მაიდანი 3“ სავსებით შესაძლებელია, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერს „რევოლუციონერთა“ რაოდენობა კი არა, ხარისხი წყვეტს.
ეს დღეს არ დაწყებულა: 2012 წლის 1 ოქტომბერს აშშ-მა საქართველოში „მშვიდობისადმი იძულების ოპერაცია“ განახორციელა - მან აიძულა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ახალ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებასთან კოაბიტაცია და ტოლერანტობა. მარტივად რომ ვთქვათ, მან აიძულა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დაზავებულიყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და მიხეილ სააკაშვილთან. რის შედეგადაც ყოფილმა ქვეყნის მბრძანებლებმა უმნიშვნელო დანაკარგები განიცადეს და შეინარჩუნეს ძირითადი აქტივები - მატერიალური და ადამიანური რესურსები, მედია და კარგად სტრუქტურირებული პარტია, ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ოპოზიციის ოფიციალური სტატუსით - ერთადერთისა, რომელიც პარლამენტში მონოლითური ფრაქციით არის წარმოდგენილი და სადეპუტატო მანდატების ერთ მესამედს ფლობს.ამ პარლამენტს მუშაობის ერთი წელიღა დარჩენია და დღეს უკვე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ პარლამენტში უპირისპირდება უხარისხო უმრავლესობა - ეკლექტური საპარლამენტო კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელიც ივანიშვილმა ქართველი ხალხის მიერ მივიწყებული, მათი უკიდურესად არასანდო ლიდერებითურთ, მცირერიცხოვანი არაპოპულარული პარტიებისგან შეაკოწიწა, ბატონი ბიძნას მიერ პოლიტიკური საცხედრედან რომ არიან რეანიმირებული.
მნიშნელოვანი სხვა რამეა: ომის კანონები არ პატიობს შეცდომებს - მტერს არ უნდა დაუტოვო დროშა და რუპორი! „ნაცმოძრაობის“ დროშა სააკაშვილია, მისი რუპორი კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც უკვე ღიად ამზადებს „ვარდების რევოლუცია 2“-ს, როგორც 2003 წელს.
„რაც შეეხება სამეგრელოში აღმოჩენილ ფაილებს, ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ისინი გასაჯაროვდეს და მოსახლეობამ ნახოს, რადგან ეს უდიდეს შოკს გამოიწვევს, კატასტროფის წინაშე დავდგებით და შესაძლოა, ქუჩებში სისხლის გუბეები დადგეს!“ - განაცხადა წინა კვირას „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საქართველოს შს ექსმინისტრმა ალექსანდრე ჭიაკიძემ. მაშ გამოდის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლებს წყალობით ჩვენ და ჩვენი შვილები კვლავაც ჯალათებისა და მკვლელების გვერდით ვცხოვრობთ?! ვესალმებით, ვხვდებით ქუჩაში, დავდივართ ერთსა და იმავე მაღაზიებში და ერთი ჰაერით ვსუნთქავთ?! განა ადექვატური ხელისუფლება, რომელსაც ხელთ აქვს თავისი მტრების დანაშაულების უდავო მტკიცებულებები - ათობით ათასი ვიდეოფაილი საზარელი წამების ამსახველი ფაქტებით, რაც თვით ფაშისტებსაც კი არ ჩაუდენიათ! - მათ დამალავს?!
ანდა მეორე: განა ჰიტლერულ გერმანიაში ტრანსლირდებოდა შეტყობინებები «От Советского информбюро», განა ბერლინის სახლებში ისმოდა სტალინის რადიომიმართვა საბჭოთა ხალხისადმი? და პირიქით - განა სსრკ-ში ნებადართული იყო ჰებელსის პროპაგანდა მოწოდებით, დანებებულიყვნენ სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიით? მაშ, რატომ მაუწყებლობს დღემდე საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ახდენს სააკაშვილის ტელემიმართვების ტრანსლირებას, მოწოდებით, დანებდნენ, გარანტიით, რომ, ივანიშვილისა და ღაიბაშვილის გარდა, არავის დასჯის?!
აი ამიტომ „Le Rouge et le Noir” ფრანგისათვის სტენდალის რომანია, რომელიც მან 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ დაწერა, ქართველებითვის კი „წითელი და შავი“ - სისხლი და ჭუჭყია, რომელშიც საქართველო „რუსთავი 2“-ის მიერ განხორციელებული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩაიხრჩო! სისხლი და ჭუჭყი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ისტორიაა, რომელიც საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა...
სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის გარეშე ისეთივე ნულია, როგორც „ნაცმოძრაობა“ - სააკაშვილის გარეშე. სააკაშვილს ეს ახსოვდა და ამიტომაც გაისტუმრა იმქვეყნად ყველა, ვინც „რუსთავი 2“-ის ბინძურ სამზარეულოს იცნობდა და ხელს უშლიდა, მთლიანად დაპატრონებოდა ტელეკომპანიას: მისი იდეოლოგი და ხელმძღვანელი ზურაბ ჟვანია; ჟვანიას იდეების კონტენტად გადამქცევი, ერთ-ერთი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი; ასევე, ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი, რომელმაც გაბედა და „რუსთავი 2“-ს თავისი ტელეკომპანია „იმედი“ დაუპირისპირა. სამივე მკვლელობა, საეჭვოა, გაიხსნას, ისევე, როგორც „რუსთვი 2“-ის სახის - პოპულარული ტელეწამყვანი გიორგი სანაიას მკვლელობა, რომელიც ვითომდა მავანმა პოლიციელმა გრიგოლ ხურცილავამ ჩაიდინა; ისევე, როგორც აკადემიკოსი გურამ შარაძის მკვლელობა, რომელიც ვითომდა „რუსთვი 2“-ის ოპერატორმა გიორგი ბარათელმა ჩაიდინა...
სიუჟეტის სიმძაფრით ვერც ერთი დეტექტივი ვერ შეედრება „ტელეკომპანია 2“-ს სისხლიან და ბინძურ ისტორიას, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისიდან 24-საათიან რეჟიმში აჰიპნოზებს საქართველოს მოსახლეობას: სააკაშვილი - კარგია, დანარჩენები - ცუდი, ამერიკა - კარგია, რუსეთი - ცუდი, პედერასტები - კარგია, ილია მეორე - ცუდი! გენდირექტორები, ერთმანეთს რომ ხმაურიანი სკანლდაებით ცვლიდნენ, წილები, სააკაშვილის ზეწოლითა და მუქარებით ხან კიწმარიშვილისგან ბათუმელ ბიზნესმენს, კომანია „Procter&Gamble”-ს გაყიდვების ქსელის მფლობელ ქიბარ ხალვაშს გადაეცა, პრაქტიკულად კი - მის მეგობარსა და პარტნიორს, თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს; ხან ხალვაშისგან - „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის“ (Georgian Industrial Group, GIG) დამფუძნებელ დავით ბეჟუაშვილს - საქართველოს თავდაცვის მინისტრის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილის ძმას და ა. შ. დღემდე საზოგადოებას უმალავენ - რამდენი რეალური მფლობელი - აქციონერი ჰყავს „რუსთავი 2“-ს, შესაბამისად, - ბორდის რამდენი წევრი და ვინ არიან ისინი? ფიგურირებენ თუ არა იქ რაიმე სახით ტელეკომპანიის დამფუძნებლები დვალი, გეგეშიძე, აქიმიძე, ტაბატაძე, ჩიხრაძე, ანდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ყარყარაშვილი? რჩება თუ არა 30% „ქართულ ინდუსტრიულ ჯგუფს“, თუ ის დანარჩენი 70%-ის მფლობელის - ოფშორებში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „Degson Limited”-ის ხელში გადავიდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის?
დღეს „რუსთავი 2“-ის თავზე ცა მოიღრუბლა: მას შემდეგ, რაც შარშან, თავისი სახლის ავტოფარეხში კიწმარიშვილი ჩაცხრილეს - სავარაუდოდ, იმის გამო, რომ იგი სასამართლოს გზით ითხოვდა კუთვნილი წილის დაბრუნებას, რომელიც სააკაშვილის ზეწოლით ხალვაშს დაუთმო, უფლებები საკუთარ წილზე (2004 წელს - 90%), თავის მხრივ, წარადგინა თავად ხალვაშმა, რომელმაც, ასევე სააკაშვილის ზეწოლით, ის ბეჟუაშვილსა და სხვებს დაუთმო. ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლომ წინა კვირას ყადაღა დაადო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონებას.
„რუსთავის 2 საქმე არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საქმე ქართული დემოკრატიისათვის, ამიტომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე, მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილზე ხელს!“ - სასამართლოზე ზეწოლას ახდენს საქართველოს ყოფილი გენპროკურორი,“რუსთავი 2“-ის მოქმედი გენდირექტორი ნიკა გვარამია და პირდაპირ იმუქრება: „ჯოჯოხეთს მოგიწყობთ! ხელისუფლებას ომს ვუცხადებთ არა მარტო კანონიერი, არამედ ჩვენს ხელთ არსებული სხვა მეთოდებითაც!“
და აი რას აცხადებდა ეს ბლანჟეანი „დემოკრატიის შუქურა“, როცა გენპროკურორობისას ყადაღა დაადო ტელეკომპანია „იმედს“, რომელიც სპეცნაზმა პირდაპირი ტელეეთერისას დაარბია: „პატარკაციშვილი წარმართავდა სარედაქციო პოლიტიკას და ამიტომ ის ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი. ამიტომ ყადაღა დაედო ტელევიზიას, რომლის მეშვეობითაც ის ყველა პროცესს მართავდა... გამოძიება მუშაობს სხვადასხვა გარემოებაზე, რომლებიც ამტკიცებს, რომ „იმედი“ არ იყო დისტანცირებული მიუკერძოებელი მაშუქებელი იმ მოვლენებისა, რაც ხორციელდებოდა ბოლო პერიოდში...“
აი ისიც - ამერიკული ორმაგი სტანდარტები! პატარკაციშვილი, თურმე, ეჭვმიტანილი ამიტომ გახდა, რომ არ ჰქონდა მისი ოფიციალურად კუთვნილი ტელეკომპანია „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის წარმართვის უფლება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას აკრიტიკებდა! და მხოლოდ სააკაშვილს - ოფიციალურ დამნაშავეს, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურატურა ბევრ სისხლის სამართლის საქმეში ადანაშაულებს! - უფლება აქვს წარმართავდეს არაოფიციალურად მისი კუთვნილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას, რომლის მეშვეობითაც მართავს ყველა პროცესს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დასამხობად!
„რუსთავი 2“-ის ვულგარული სახეები, მათი პრიმიტიული აზროვნებით, საეჭვო წარსულითა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით, იმდენად საძულველია ქართველი ხალხისთვის, რომ იაფფასიანმა ტრიუკმაც კი, ფოთსა და ბათუმში მუქთა კონცერტებით, მიზანს ვერ მიაღწია - ახალგაზრდობა, რომელიც კონცერტებზე ერთობოდა, მეორე დღეს ტელეკომპანიის დასაცავად არ გამოსულა. ხოლო პროექტმა, რომელიც „რუსთავის 2“-ის ფორმულირებით, „საქართველოში რუსულ, ანუ ანტიდასავლურ პროპაგანდას“ მიეძღვნა ეკა კვესიტაძის „განსაკუთრებულ აქცენტებში“, საერთოდ უკუეფექტი გამოიწვია: მის უიღბლო სტუმრებს წამოსცდათ, რომ „პრორუსული და ნაციონალისტური ჯგუფების ანტიდასავლური განწყობა შინაარსით უზუსტესად ემთხვევა ერთმანეთს და განუყოფელია ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და სიძულვილის ენისგან“. ანუ, თავისივე პირით საჯაროდ აღიარეს, რომ დასავლური ღირებულებები და ფსევდოდემოკრატია, ნატო და აშშ იმდენად მობეზრდა ქართველ ხალხს, რომ თვით მისი ყველაზე რადიკალური ფრთაც კი, რომელიც ტრადიციულად მტრულად ეკიდებოდა რუსეთს და ყველაფერ ქართულს - მართლმადიდებლურ მრწამსს, ტრადიციებსა და ჩვეულებებს, ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებსა და ოჯახს - იცავდა პრეზიდენტ გამსახურდიას დროიდან, დღეს რუსეთთან მეგობრობას ირჩევს, როგორც ქართველთა და რუსთა საერთო ღირებულებების დამცველთან!
რაც შეეხება გვარამიას მიერ ხსენებულ „ომის სხვა, უკანონო მეთოდებს“ (იხ. ზემოთ), აქ დიდხანს მარჩიელობაც არ არის საჭირო: უკრაინაში "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი პირდაპირ ემუქრება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას: „ვფიქრობ, დღევანდელი რეჟიმი ვერ აცნობიერებს, რომ ობიექტური მედიის დევნით ჩვენს პროვოცირებას ახდენს. მივმართავ ბატონ ღარიბაშვილს, თავი დაანებეთ რუსთავი 2-ს, ჩვენ მხოლოდ ამ არხს ვუყურებთ! ვიმედოვნებ, თბილისში ჩამოსვლა და ამ არხის ფიზიკურად დაცვა საჭირო არ გახდება...“ - იმუქრება სააკაშვილის ფანატი, რომელიც „ობიექტური მედიის“ – „რუსთავი 2“-ის გამუდმებული ყურებით სულ გამოთაყვანდა და არ ესმის, რომ თავისი ქმედებებით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულს ჩადის, რომელზეც პასუხისგება მოუწევს.
საინტერესოა, რას მოიმოქმედებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, როცა „მადლიერი უკრაინა“ ფოთში, ოდესის საზღვაო პორტიდან გემს გამოუშვებს, „ქართული ლეგიონის“ შეიარაღებულ მებრძოლებით? სავარაუდოდ, ისე მოიქცევა, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე - განაცხადებს, რომ არმია არ დადგება ერთი ქართველების მხარეზე სხვა ქართველების წინააღმდეგ, ამასთან, საეჭვოა, ქართული არმიის ჯარისკაცებმაც იარაღი მიმართონ თავისი გუშინდელი თანამოსამსახურეების მიმართ...
ბიძინა ივანიშვილისთვის ამ ყველაფრის შეხსენების საჭიროება არ დგას, აი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი, რომელიც მაშინ 19 წლის ყმაწვილი იყო, გვინდა გავაფრთხილოთ: 2001 წელს შევარდნაძეს რომ უკან არ დაეხია ჟვანიას მიერ ორგანიზებული „რუსთავი 2“-ის დასაცავად კომპანიის წინაშე, და იქიდან ქართული უშიშროების გამომძიებელთა ჯგუფი არ გაეყვანა, რომელსაც უტყუარი მასალა ჰქონდა ტელეკომპანიის მიერ გადასახადებისგან თავის არიდების თაობაზე, ამას არ მოჰყვებოდა მთავრობის გადადგომა, შემდეგ კი, 2003 წელს - პარლამენტის დაშლა და სახელმწიფო გადატრიალება სახელწოდებით „ვარდების რევოლუცია“! სააკაშვილის დანაშაულებრივი კლანი დღეს იმ სცენარის გამეორებას იწყებს, რომელიც, როგორც უკვე ვიცით, ხელისუფლების მიერ „დამოუკიდებელი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შევიწროებით იწყება.
არ მოვუწოდებ ხელისუფლებას, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის საქმის სასამართლო განხილვაში ჩარევისაკენ - ეს კერძო დავაა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე შემოსავლიან ბიზნესს პოლიტიკა და მასთან განუყოფლად დაკავშირებული ტელევიზია წარმოადგენს, როგორც მისი მთავარი PR-ინსტრუმენტი. თუმცა, მთავარი პროკურატურა და სახელმწიფო უშიშროების სამსახური ვალდებული არიან, შეამოწმონ - იხდის თუ არა სააკაშვილის ტელევიზია ყველა გადასახადს და ხომ არ აქვს არალეგალური შემოსავლების რაიმე წყაროები სააკაშვილის პარტიის - „ნაცმოძრაობის“ მსგავსად? და, ბოლოსდაბოლოს, რას წარმოადგენს „რუსთავი 2“-ის მფლობელი კომპანია „Degson Limited”? არალეგალური იარაღით, ნარკოტიკებით ანდა ადამიანის ორგანოებით ხომ არ ვაჭრობს, რაც ეს ასე დამახასიათებელია სააკაშვილისთვის?
სამწუხაროდ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ზომების მიღებას მედიის წინააღმდეგ, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდით, ლგბტ-ღირებულებების პროპაგანდით, გარყვნილებისა და თვითნებობის პოპულარიზაციით არის დაკავებული როგორც „ახალი, წარმატებული და პროგრესული“ ქართველების ცხოვრების სტილისა. ამიტომ მთავრობამ უნდა უზრუნველჰყოს კონტრპროპაგანდა და გაატაროს სახელმწიფო საინფორმაცია პოლიტიკა, რის შესახებაც ვწერდი წინა პუბლიკაციში „სურენას ციხე“. ღარიბაშვილის მთავრობა, პროფესიონალური სახელმწიფოებრივი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის მეშვეობით, ეფექტიანად უნდა მართავდეს საზოგადოებრივ აზრს, აწესრიგებდეს საზოგადოებისა დასახელმწიფო ორგანოების ურთიერთობებს საქართველოსში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ობიექტურად გასააზრებლად.
შეცდომები ამჟამინდელი ხელისუფლებაც უშვებს, თუმცა პრემიერმა რარიბაშვილმა უნდა გაითვალისწინოს - ყველაფერი იდეალურადაც რომ იყოს, მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების აღმოჩნეა ყოველთვის შეიძლება - შეცდომებს უშვებს ის, ვინც მართავს!
შემთხვევითი როდია, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის გარშემო ანტისამთავრობო ძალები ერთიანდება - შალვა ნათელაშვილი (სააკაშვილის კარის ლეიბორისტი), ირინა სარიშვილი (საქართველოში არსებული ყველა პარტიის „პოლკის შვილობილი“), ლაშიანი „ცე-რე-უ“-შნიკი ირაკლი ალასანია, პრეზიდენტი გეორგი მარგველაშილი და NDI, IRI-სა და CIA-ს ბალანსზე მყოფი “ქართული“ NJO-ები - ე. წ. არასამთავრობო თუ არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ალტერნატიულ მთავრობას და ერთდროულად ეწევიან კომერციულ საქმიანობას პოლიტიკურ არენაზე. სწორედ ეს გრანტიჭამიები შექმნიან „რუსთავი 2“-გან მოწამის ხატებას და ლეგენდას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ჟურნალისტთა უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დარღვევის შესახებ! ავანგარდში კი იქნებიან „მებრძოლები რუსეთის რბილი ძალის წინააღმდეგ“ - საქართველოში „რუსული, ანუ ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ“ კვესიტაძის ზემონახსენები ტელეგადაცემის მონაწილენი: მასხრული პროექტის damoukidebloba.com ავტორები, რომელიც ინიცირებულია „ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის“ (IDFI) დამფუძნებლების - გიორგი კლდიაშვილისა და ლევან ავალიშვილის მიერ; სამარცხვინოდ პრიმიტიული „კვლევის“ „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე“ ავტორები ნატა ძველიშვილი და თაზო კუპრეიშვილი; და, რაღა თქმა უნდა, „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) თავმჯდომარე და სააკაშვილის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი, რომელმაც 2015 წლის 17 მაისს „2014-2015 წლების მედია-მონიტორინგის ანგარიში“ გამოაქვეყნა - ცრუ საკითხავი ფრიგიდული ქალებისთვის...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 10 აგვისტო
საქართველო, თბილისი